Image

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, თვითნასწავლი მხატვრის, 8 წლის გიორგი გველესიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ,,ფერადი სამყარო'' გაიხსნა.

მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, პატარა რუსთაველი ხელოვანის 67 ნახატია წარმოდგენილი. 
ნამუშევრები ძირითადად გუაშის და ზეთის საღებავებითაა შესრულებული.

გამოფენის გახსნას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გიორგი გველესიანს მუზეუმში პერსონალური გამოფენის გახსნა მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

გიორგი გველესიანის ნამუშევართა გამოფენა ქალაქის ისტორიულ მუზეუმში 14 აპრილს დაიხურება.

2018-04-12

ნავიგაცია