ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახური შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, „სიტყვისა და თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებებით და თავისი დებულებით. სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მერიის სახელით.

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • მერიის საქმიანობის შესახებ ანგარიშების, პრესრელიზების მომზადება და გამოქვეყნება;
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულირება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება
  • მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვა;
  • მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების მომზადება;
  • სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
  • სატელეფონო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება (ცხელი ხაზი)
  • "ცხელი ხაზის" გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციის ზედამხედველობა, ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზების კონტროლი.
  • ქალაქში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაცია;

ნავიგაცია