მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი ხარისხის ამაღლება;
  • დარგის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზება, პროექტების განხილვა, მომზადება და მერისთვის წარდგენა
  • ქალაქის კომპლექსური გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • შენობა-ნაგებობების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გზაგამტარების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება, საყრდენი კედლების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია, მონიტორინგი და ზედამხედველობა;
  • გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება, მათი მონიტორინგი და ზედამხედველობა;
  • საგზაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ელემენტის მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი;
  • ქალაქის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება;
  • საქალაქო მეურნეობის განვითარებისა და საზოგადოებრივ მომსახურებათა განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ნავიგაცია