მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია

  • ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე მერიისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებაზე კონტროლი
  • უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა, სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და კომპეტენციის ფარგლებში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება
  • დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის შეჩერება ან უნებართვო დემონტაჟი.
  • დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვა, მონაცემთა ბაზის შექმნა და მოსაკრებლის გადახდის კონტროლი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; 
  • დადგენილი წესით რეაგირება ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე;
  • საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის დაანაგარიშება-ადმინისტრირება
  • საერთო სარგებლობის ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება, ორგანიზება, მართვა და რეგულირება
  • სატრანსპორტო ნაკადებისა და მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზების სრულყოფას;
  • ადგილობრივი სამგზავრო ტრანსპორტის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა;
  • საქალაქო ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების ღონისძიებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;

ნავიგაცია