მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია

  • ურბანული ქალაქგეგმარების განვითარება, მისი ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა
  • დარგის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება
  • არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშოების და საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზება
  • შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა
  • ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება
  • მშენებლობის ნებართვის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასკვნის მომზადება
  • შენობა -ნაგებობის ვარგისიანად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასკვნის მომზადება;
  • ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა.
  • პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა ქალაქის იერ-სახის გაუმჯობესების მიზნით
  • შენობების ფასადების არქიტექტურული იერ-სახის განსაზღვრა
  • მშენებლობებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების დანიშნულებით გამოყენებაზე ქმედითი კონტროლის განხორციელება;

ნავიგაცია