სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, "სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და "მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებებით და საკრებულოს მიერ დამტკიცებული საკუთარი დებულებით.

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია

  • მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა
  • სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების უზრუნველყოფა
  • წვევამდელის წარდგენა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესით;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამხედრო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა
  • ,,სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,,მოქალაქეთა სამხედრო აღრიცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება
  • ეროვნული გვარდიის, აქტიურ და ინდივიდუალურ რეზერვისტთა შერჩევა, გამოძახება და შემკრებ პუნქტში მიყვანა;
  • ,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსების ხარჯზე;
  • მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა.

ნავიგაცია