სამსახურის საქმიანობა და მიზნები:

  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელოვნებო, სპორტული და ახალგაზრდული  დაწესებულებების კოორდინაცია და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა;

  • ხალხური რეწვის ტრადიციული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, სახალხო მთქმელების, ლიტერატორების, ავტორების, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული, ზეპირ-სიტყვიერი ფოლკლორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების გამოვლენა, პოპულარიზაცია; თანამედროვე ხელოვნების და ხელოვნების სფეროში თვითდასაქმებულთა საქმიანობის ხელშეწყობა;

  • პროგრამული ბიუჯეტის შესატყვისად მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით მიზნობრივი წრეების, კლუბების, სექციების, ბავშვთა თვითმმართველობის, სტუდიების, ფოლკლორული ანსამბლების ჩამოყალიბება;

  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ესთეტიური აღზრდის ფორმისა და მეთოდების გაუმჯობესება, სულიერი აღზრდა, ქალაქის და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შემოქმედებით ოლიმპიადებში, კონკურსებში, კონფერენციებსა და გამოფენებში მონაწილეობა;

  • ესასწავლო პროგრამის სრულყოფა, პედაგოგიური პროცესის სრულყოფის ახალი მეთოდების და საშუალებების მოძიება, ალტერნატიული პროგრამებისა და მეთოდიკის დანერგვა;

  • მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სამხატვრო-საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, სახვით ხელოვნებასთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა;

  • გამოფენებში, კონკურსებში, ბიენალეებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა;

  • სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების მოყვარულთა გაერთიანებების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა;

  • ქალაქის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

  • ქალაქ რუსთავში მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ბავშვების, მოზარდებისა და სპორტით დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური რაოდენობის მონაწილეობა სისტემატურ სპორტულ–გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება და ხელის შეწყობა;

  • სასპორტო ფილიალების პროფილის შესაბამისად 25 წლამდე ასაკის წარჩინებული სპორტსმენების მეთოდური აღზრდისა და დაოსტატების მიზნით,  ქალაქ რუსთავის მკვიდრი (რეგისტრირებული) სპორტსმენების, მუნიციპალიტეტის სახელით, ტურნირებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ) საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფა.

  • რუსთავის ნაკრები გუნდებისათვის მაღალი კლასის სპორტული რეზერვების შერჩევა და მათი მომზადება თანამედროვე სტანდარტების დონეზე;

  • მაღალკვალიფიციური სპორტსმენების, მწვრთნელთა მომზადება;

  • ქვეყნის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრები გუნდების ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენებით შევსება;

  • ცენტრის სპორტსმენებისათვის ქალაქის და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისათვის შესაბამისი სპორტის სახეობათა მიხედვით მატერიალურ–ტექნიკური და თანამედროვე საწვრთნელი ბაზის შექმნა;

  • ცენტრის  მოსწავლეთათვის (სპორტსმენთათვის) თანამედროვე სტანდარტების დონეზე სასწავლო–სპორტული პროცესის ორგანიზება, სპორტსმენთა წვრთნისა და სოციალური პირობების (კვება, სასწავლო–საწვრთნელი შეკრება, სამედიცინო კონტროლი) შექმნა;

  • ცენტრის  სპორტსმენებისა და მწვრთნელ–მასწავლებლებისათვის ერთიანი სპორტული ფორმის შეძენა, სპორტული ინვენტარით მომარაგება;

  • ცენტრის  ნაკრები გუნდებისთვის სასწავლო–საწვრთნო შეკრების ჩატარება და სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება;

  • ცენტრის სპორტსმენთა და მწვრთნელ–მასწავლებლებისათვის გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფა;

  • ცენტრის  დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირების მიზნით მათი მივლინება როგორც ქვეყნის შეგნით და საზღვარგარეთ;

  • სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის და ცენტრის წარჩინებული სპორტსმენების სხვადასხვა ფორმით წახალისებისა (მადლობის სიგელი, ფულადი ჯილდო და სხვა) და სტიპენდიების გაცემა;

  • სხვადასხვა რანგის შეჯიბრებების, სახელობითი ტურნირების ორგანიზება და ჩატარება.

  • რუსთაველი ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;

  • ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის, დანერგვისა და დამკიდრებისათვის ხელშეწყობა; ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი და ჰარმონიულად განვითარებული მომავალი თაობის აღზრდისათვის ხელშეწყობა;

  • ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეებისა და თამაშობების ორგანიზება;

  • განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისათვის ხელშეწყობა;

  • ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და ამ მიზნით ტრენინგ-სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონცერტების, ფესტივალების, გამოფენების, საქველმოქმედო აქციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა;

  • ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების  პროგრამების განხორციელება, ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა;

     

ნავიგაცია