ა(ა)იპ "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი" ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში ახორციელებს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, ადრეულ ასაკში მათი უნარების, შესაძლებლობების განსაზღვრასა და გარკვეული მიმართულების მიცემას.

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • მულტიდისციპლინური გუნდების (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სპეცპედაგოგი), და სამედიცინო კომისიის (ნევროლოგი, თერაპევტი, ფიზიოექიმი) მიერ ბენეფიციართა უნარების  დადგენა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ფუნქციური, აკადემიური, სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავება და სწავლა.
  • სკოლამდელ და დაწყებით სასკოლო ასაკში ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება (ელემენტარული თვითმოვლის, შრომითი ჩვევებისა და საზოგადოებაში ქცევის წესების შესწავლა–გამომუშავება).მათი შრომითი უნარების გამომუშავება და ჩართვა სხვადასხვა შრომით აქტივობებში;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა და მზრუნველობა.
  • მშობელთა ინფორმირება (ტრენინგი, კონსულტაცია და რეკომენდაციები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მშობლების მომართვის საფუძველზე) და   ცენტრის ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდა;           

მომსახურება

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაცია და სოციალური ადაპტაცია.
  • შშმ პირთა, ლოგოპედური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური დიაგნოსტიკა და სისტემატური კონტროლი;
  • თერაპიული მუშაობა (მასაჟი, გამანჯანსაღებელი ვარჯიშები, ფიზიოპროცედურა);
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფუნქციური და შრომითი უნარ–ჩვევების განვითარებისთვის მათი სხვადასხვა თერაპიით უზრუნველყოფა (ხატვის თერაპია, მუსიკალური თერაპია, თიხის თერაპია, ხელგარჯილობა).
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის (მათ შორის ბავშვებისთვის) მათი უნარების, შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროგრამის შეთავაზება.

პროგრამა

იხილეთ ვრცვლად


კონტაქტი

დირექტორი: ნანა ზერეკიძე

მისამართი: მესხიშვილის II გასასვლელი N3, 3700 ქ.რუსთავი

ტელეფონი: 0341 27 80 10

ელ.ფოსტა: centri7@gmail.com

 

ნავიგაცია