ა(ა)იპ "სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი" - მიზნები და საქმიანობა:


  • ქალაქ რუსთავში მცხოვრებ(რეგისტრირებულ) ბავშვთა და მოზარდთა (18 წლამდე) მაქსიმალური რაოდენობის მონაწილეობა სისტემატურ სპორტულ–გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ფილიალების პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდისა და დაოსტატების მიზნით. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება და ხელის შეწყობა;
  • რუსთავის ნაკრები გუნდებისათვის მაღალი კლასის სპორტული რეზერვების შერჩევა და მათი მომზადება თანამედროვე სტანდარტების დონეზე;
  • მაღალკვალიფიციური სპორტსმენების, მწვრთნელთა მომზადება;
  • ქვეყნის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრები გუნდების ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენებით შევსება;
  • ცენტრის სპორტსმენებისათვის ქალაქის და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისათვის შესაბამისი სპორტის სახეობათა მიხედვით მატერიალურ–ტექნიკური და თანამედროვე საწვრთნელი ბაზის შექმნა;
  • ცენტრის  მოსწავლეთათვის (სპორტსმენთათვის) თანამედროვე სტანდარტების დონეზე სასწავლო–სპორტული პროცესის ორგანიზება, სპორტსმენთა წვრთნისა და სოციალური პირობების (კვება, სასწავლო–საწვრთნელი შეკრება, სამედიცინო კონტროლი) შექმნა;
  • ცენტრის  სპორტსმენებისა და მწვრთნელ–მასწავლებლებისათვის ერთიანი სპორტული ფორმის შეძენა, სპორტული ინვენტარით მომარაგება;
  • ცენტრის  ნაკრები გუნდებისთვის სასწავლო–საწვრთნო შეკრების ჩატარება და სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება;
  • ცენტრის  სპორტსმენთა და მწვრთნელ–მასწავლებლებისათვის გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფა;
  • ცენტრის  დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირების მიზნით მათი მივლინება როგორც ქვეყნის შეგნით და საზღვარგარეთ;
  • სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის და ცენტრის წარჩინებული სპორტსმენების სხვადასხვა ფორმით წახალისებისა (მადლობის სიგელი, ფულადი ჯილდო და სხვა) და სტიპენდიების გაცემა;“
  • სხვადასხვა რანგის შეჯიბრებების, სახელობითი ტურნირების ორგანიზება და ჩატარება.

ცენტრი  ამოცანების შესრულებისას ხელმძღვანელობს შესაბამისი ეტაპით ესენია:

პირველი (დაწყებითი) ეტაპი – საერთო ფიზიკური და დაწყებითი მომზადება მოიცავს:

  • მოძრავი სახალისო სპორტული თამაშობების შესწავლასა და მათში მონაწილეობის მიღებას;
  • სპორტის საფუძვლებისა და ეროვნული სპორტული მემკვიდრეობის გაცნობას;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის აღქმას და უნარ–ჩვევების გამომუშავებას, 
  • მოსწავლე–სპორტსმენების მომზადებას შესაბამისად შემდგომ საწვრთნელ ეტაპზე გადასასვლელად;

მეორე (საბაზო–საორიენტაციო) ეტაპი – საწვრთნელი სასპორტო საქმიანობა მოიცავს:

  • პირველ (დაწყებით) ეტაპზე შეძენილი ცოდნისა და ფიზიკური ვარჯიშების სრულყოფასა და ფიზიკური კონდიციების ამაღლებას;
  • შესაბამისი უნარჩვევების შეძენა და განმტკიცება;
  • სპორტის კონკრეტული სახეების დაუფლებაზე ორიენტირებულ მომზადებასა და შესაბამის  სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას;
  • დამოუკიდებლად წვრთნის უნარ-ჩვევების გამომუშავებას;
  • მოსწავლე სპორტსმენების მომზადებას შემდგომ საწვრთნელ ეტაპზე გადასასვლელად;

მესამე (საშუალო) ეტაპი – სპორტული დახელოვნებისა და სრულყოფის სასპორტო საქმიანობა მოიცავს:

  • წვრთნის პროცესის აქტივიზაციას;
  • არჩეული სპორტის სახეობაში შეძენილი სპორტული მომზადების, სპორტული ცოდნის და უნარ-ჩვევების რეალიზებას;
  • სპორტულ შეჯიბრებებზე მაქსიმალურად მაღალი შედეგების ჩვენებას და უმაღლესი სპორტული შედეგების მისაღწევად მომზადებას;
  • მოსწავლის (სპორტსმენის) მომზადება შემდგომ საწვრთნელ ეტაპზე გადასასვლელად;

მეოთხე (უმაღლესი) ეტაპი – უმაღლესი სპორტული დაოსტატების სასპორტო საქმიანობა მოიცავს:

  • მაღალი სპორტული შედეგების ჩვენებას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებზე;
  • მოსწავლეების (სპორტსმენების) მზადებას ეროვნული ნაკრები გუნდების წევრობის ან წევრობის კანდიდატობისათვის.

ცენტრის  სასპორტო–საწვრთნელი პროცესის ძირითად ფორმას წარმოადგენს:

  • ჯგუფური საწვრთნელი და თეორიული მეცადინეობები;
  • ინდივიდუალური წესით მეცადინეობები.

ნავიგაცია