სამსახურის მიერ 2015 წლის განმავლობაში შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოები 

  • ტბის მარჯვენა სანაპიროზე ახალი ნარგავებისთვის გაყვანილი იქნა 650 გ/მეტრი სარწყავი სისტემა, რომელსაც საჭიროების მიხედვით, წყალი ტბიდან ელექტრო სატუმბის საშუალებით მიეწოდება
  • იგეგმება არსებულ სარწყავ სისტემაში დამატებითი ტუმბოს მონტაჟი, სარწყავი წყლის წნევისა და რაოდენობის გაძლიერების მიზნით. დამატებითი ტუმბო შეასრულებს სარეზერვო ფუნქციას
  • პარკის თანამშრომლების მოხმარებისთვის გაყვანილი იქნა 105 გ/მეტრი სასმელი წყლის მილგაყვანილობა.
  • სასმელი წყლის შადრევნებს ჩაუტარდა ტექნიკური სამუშაოები (აღდგენა/შეკეთება)
  • სპეციალური ტექნიკით გასწორდა ტბის მარჯვენა სანაპიროზე არსებული მიწაყრილები და ტბის მარცხენა სანაპიროს გარკვეული მონაკვეთები.
  • კულტივაცია ჩაუტარდა ახალი ნარგავებისა და ყვავილნარებისათვის გათვალისწინებულ მონაკვეთებს.
  • პარკში ყოველდღიური გეგმიური სამუშაოების ფარგლებში ტარდება ხე-მცენარეების გასხლვა, გადაბელვა, სარწყავი ,,ორმოების“ მოწყობა, საყვავილეების დამუშავება, ბალახის თიბვა, ტერიტორიის დასუფთავებას, მორწყვა გარე განათების მოწყობილობების , სასმელი წყლის სისტემისა და შადრევნების და გამართულ  ტექნიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა.
  • შემოწმდა დატექნიკური სამუშაოები ჩაუტარდა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და კოსტავას გამზირზე (#15 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ) არსებულ შადრევნებს.
  • კაპიტალური აღდგენა-განახლების სამუშაოები ჩაუტარდა გონაშვილის სკვერში მდებარე შადრევანს(შეიცვალა განათების სისტემა და ტუმბო ძრავები)
  • შეძენილ იქნა სპეციალური ნავი (კატერი), რომელიც სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს სამაშველო სამსახურიში გამოსაყენებლად.
  • სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 137 სკამს და 136 სანაგვე ურნას. 
  • სამსახურს გააჩნია სათვალთავლო ჯიხური, უნიფორმა (ყველა თანამშრომელზე შესაბამისი პროფილით), ველოსიპედები სამოქმედო ტერიტორიის დასათვალიერებლად, სამაშველო რგოლები, ჭოგრიტი, აკვალანგი და პირველადი დახმარების მედიკამენტები.

სამსახურის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია

ნავიგაცია