2011 წლის 2 მაისს  რუსთავი შეუერთდა  „მერების შეთანხმებას“, რომელიც 2020 წლისათვის CO2-ის მინიმუმ 20 %-მდე შემცირებას ითვალისწინებს

„მერების შეთანხმება", რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1500–მდე ქალაქი შეუერთდა, ევროკავშირის ეგიდით მოქმედებს. შეთანხმება გლობალური საფრთხეების, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ დოკუმენტს წარმოადგენს. მერების შეთანხმებას 2010 წლის აპრილში შეუერთდა თბილისი. ხოლო რუსთავი აღმოჩნდა მეორე ქალაქი, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას და შეუერთდა ევროკავშირის 2020 წლის საერთო მიზანს, რომელიც ადგილობრივი ტერიტორიების საზღვრებში სათბური გაზების (CO2)-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს. შეთანხემებით ნაკისრ ვალდებულებები ასევე მოიცავს მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის მომზადებას, მისი განხოციელების მონიტორინგსა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად ენერგეტიკის დღეების ჩატარებას. აღნიშნული დოკუმენტით გლობალური გამოწვევების დაძლევის პროცესში მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი გამტარებელი ადგილობრივ დონზე სწორედ თვითმმართველობაა და მას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული მარაგის უსაფრთხოებისა და ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, ენერგეტიკული წყაროების გამოყენების ზრდა, დაბინძურების კონტროლი, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ეს ის საკითხებია, რომელებზეც რუსთავის თვითმმართველობამ 2020 წლამდე CO2 ის ემისიის პრობლემის სწორად გადაჭრისათვის უნდა იმუშაოს.

"მერების შეთნხმება"

ვრცლად

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის „მერების შეთანხმების შესაძლებლობების გაძლიერების მოდელი უკრაინასა და საქართველოსათვის“ პროგრამის  დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება  #253 – 2015 წლის 26 თებერვალი

 


 

"მერების შეთანხმების" სადემონსტრაციო პროექტები

მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტების პროგრამის ფარგლებში, რუსთავში ხორციელდება პროექტი - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“.

პროექტის მიზანია რუსთავის #40, #41 და #6 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში ამ სამ საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობის, მეტალო–პლასტმასის ფანჯრების, ენერგოეფექტური ნათურების და ცხელი წყლის მომარაგებისთვის მზის კოლექტორების მონტაჟი, ასევე ყველა გარე კონსტრუქციის დათბუნება მოხდება.

პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია. 2015 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 1 აპრილამდე.

პროექტს „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი“ და ქალაქ რუსთავის მერია ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის დამფინანსებელია ევროკავშირი, თანადამფინანსებელი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი  808765 ევროს შეადგენს.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წილი  ამ თანხის 20%-ია.

2015 წლის 19 ნოემბერს დაიწყო რუსთავის #6 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი, რომელიც 2016 წლის 20 თებერვალს დასრულდა.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში №6 საბავშვო ბაღში გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების (მზის კოლექტორებთან კომბინაციაში), მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის, ახალი ელექტროტექნიკური სისტემის, ენერგოეფექტური ფანჯრების დამონტაჟება მოხდა.

რეკონსტრუქციის სამუშაოები სააქციო საზოგადოება „საქფეთქმრეწვმა“ შეასრულა

რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი ზაფხულში განხორციელდება და მოხდება მთლიანი შენობის გარე კონსტრუქციის დათბუნება.

2016 წლის აპრილში  ქ. რუსთავის #40 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დაიწყება.

 

 

                                                           

ნავიგაცია