სკოლამდელ დაწესებულებაში ასაკის შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის გავლა საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ბავშვის სწორი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობა. საბავშვო ბაღი აღსაზრდელს სკოლაში წასვლისთვის ამზადებს. ბავშვებს უვითარდებათ შემეცნებითი ინტერესი, გონებრივი მუშაობის უნარი, მეტყველება. ისინი სწავლობენ თანატოლთა პატივისცემასა და მათი აზრის მოსმენას.

სკოლამდელ დაწესებულებაში არის  4 საფეხური:

2-3 წლიანები - აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა მინიმალურია. სპეციალისტების უმეტესობა  მიიჩნევს, რომ ამ ასაკში უმჯობესია ბავშვი იყოს ოჯახში. შესაბამისად, პატარების ბაგაში  მიყვანა განიხილება, როგორც ნაკლებად სასურველი,  იძულებითი ნაბიჯი.

3-4 წლიანები - უმნიშვნელოვანესი პერიოდი ადამიანის განვითარებისთვის, ხდება ე.წ  „3 წლის ასაკის კრიზისის“ გადალახვა.  სპეციალისტების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ეტაპი ბავშვმა ოჯახში უნდა გაიაროს  და შემდგომ მოხდეს  სოციალურ გარემოში მისი ჩართვა.  ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია პატარამ კრიზისი  ბაღში გადალახოს.

4-5 წლიანები - ამ შემთხვაში,  სპეციალისტების აზრი  ერთმნიშვნელოვანია - ბავშვი უნდა გადიოდეს შესაბამის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამას ბაღში.

5-6 წლიანები - წინა სასკოლო მომზადების ეტაპი. სპეციალური პროგრამის გავლის შემდგომ ბავშვი მზად არის ჩაერთოს სასკოლო განათლების სისტემაში.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2015-2016 სასწავლო  წლისათვის   5-6 წლიანი ბავშვების მიღება  საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ბაღში განცხადების საფუძველზე განხორციელდა.

აღნიშნული მიდგომა მიზნად ისახავს, სკოლამდელი ასაკის ბავშვების სპეციალური პროგრამის საშუალებით, სასკოლო განათლების სისტემისთვის მზაობის ხელშეწყობას. სრულად უზრუნველყოფილნი არიან  4-5 წლიანი ბავშვებიც. (რიგ შემთხვევაში არა საცხოვრებელი მისამართის მიხედვით), რომელთა ჩარიცხვაც ასევე ხდება  რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

დეფიციტია მცირე ასაკობრივ ჯგუფებში. არსებულ ვაკანსიებზე მიღება ხდება საბჭოს გადაწყვეტილებით, უპირატესობის პრიციპით. (მრავალშვილიანობა, 4 და მეტი შვილი, დედის ფეხმძიმობა, სოციალური მდგომარეობა და ა. შ.)

2016 წლის მარტის მონაცმებით:

2-3 წლიანებში ფიქსირდება  6 ვაკანსია და 119 განცხადება.

3-4 წლიანებში 13 ვაკანსია და 40 განცხადება.

სულ 2016 წლისთვის კონტიგენტი 6097 ბავშვია

აქედან:

ასაკი                    ჯგუფის რაოდენობა           აღსაზრდელთა რაოდენობა          ვაკანსიები

2-3                                27                                          802                                           6

3-4                                33                                         1296                                          13

4-5                                48                                         1894                                          20

5-6                                53                                         2105                                          21

    

მომავალი სასწალო წლისათვის, ბავშვების ბაგა–ბაღებში ჩარიცხვის წესი აქტიურად განიხილება სხვადასხვა სამსახურებთან ერთად.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია

  • დაბადების მოწმობის ასლი
  • 2 ფოტოსურათი
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
  • ქ. რუსთავში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა

ნავიგაცია