„მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“.

პროექტის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა ქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელ შეუწყობს ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მოქალაქეების მონაწილეობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებეს სამი სტრატეგიული ამოცანის შესრულებას:

  1. მუნიციპალური ადმინისტრაციული სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერება;
  2. დიალოგის განვითარება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ადგილობრივ თვითთმართველობას შორის ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების შესახებ;
  3. მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა.

პროექტის ბიუჯეტია 416,665.00 ევრო.

პროექტის ხანგრძლივობაა 2 წელი და ის 2016 წლის 1 მარტს დაიწყო. პროექტის პარტნიორები არიან ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაცია (VNG) და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი (MEPCO).


 

საინფორმაციო ბროშურა ქართულ ენაზე


 

საინფორმაციო ბროშურა ინგლისურ ენაზე 


 

ნავიგაცია