„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება 3 ეტაპად:

  • მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება;
  • სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმება;
  • მშენებლობის ნებართვის გაცემა.

სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტაცია:

დამკვეთი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესათანხმებლად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

  • სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამარ- თლებრივი აქტი;
  • არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ექვსი ეგზემპლარი;
  • თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, განმცხადებელმა დამატებით უნდა წარადგინოს:
  • კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში – ხუთ ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით;
  • მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებების ინვენტარიზაციათა ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმები – 4 ეგზემპლარად);
  • დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით); გ.დ) მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (არატექნიკური რეზიუმეს სახით); გ.ე) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.

მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

  •  ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობის) თაობაზე;
  •  ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით;
  •  არსებობის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები;
  • სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
  • ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი;
  • შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;
  • შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები: სახელი/იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი; თ) (ამოღებულია – 01.12.2011, №454); ი) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი; კ) სანებართვო შენობა-ნაგებობის კლასისა და სამშენებლო საქმიანობის სახეობისათვის – ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი რეკონსტრუქციის პროექტის შედეგად მოხდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართის გამოყენება, აუცილებელია წარმოდგენილი იქნას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, ამხანაგობის ყველა წევრის (100%) თანხმობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებაზე.(იხ. დანართი)

იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქცია არ გულისხმობს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართის გამოყენებას, თუმცა იზრდება  განმცხადებლის საკუთრებაში არსებული ფართი, აუცილებელია წარმოდგენილი იქნას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი წევრთა 2/3-ის თანხმობით.

დანართი – ბინნათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ნიმუში

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის მიზნით:

  • განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ.
  • წარმოდგენილი იქნას უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი.
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე.
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი განმცხადებლის ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ.

ხაზობრივი ნაგებობების შემთხვევაში:

I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს:

  • მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების სქემატური ნახაზი, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე; ბ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების გეგმა, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე, მიწისზედა კონსტრუქციების პროექტი;

უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შემთხვევაში წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი სხვა ფიზიკური ან იური­­დიული პირის (სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება ან თანხმობა, გარდა მრა­ვალ­ბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენება-დაშენე­ბისა;
  • მრავალბინიან სახლებზე მიშენება-დაშენების შემ­თხვევაში ბინაზე საკუთრების უფლების დამადასტუ­რებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ობიექტის არქიტექტურული პროექტი, ხოლო მრავალბინიან სახლებზე დასრულებული მიშენება-დაშენების შემთხვევაში – ობიექტის აზომვითი ნახაზი;
  • ფოტოსურათები;

მრავალბინიან სახლებზე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი იმ მიშენება-დაშენებების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი. (იხ. დანართი)

დანართი – ლეგალიზების კრების ოქმის ნიმუში

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი და ჯარიმები

ნავიგაცია