ბიურო შექმნილია მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით. ბიუროს მუშაობის ორგანიზებასა და საქმიანობას ხელმძღვანელობს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი.

ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით და დებულებით. ბიუროს მუშაობის ორგანიზებასა და საქმიანობას უზრუნველყოფენ ბიუროს თანამშრომლები, რომლებსაც მაჟორიტარი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი მაჟორიტარი წევრის წარდგინებით.

ბიუროს ფუნქციები:

  • მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზება.
  • აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მონაწილეობა.
  • ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მონაწილეობა.

 

ბიუროს საქმიანობისა და ორგანიზების წესი

  • ორგანიზებას უწევს მოქალაქეთა მიღებას, განიხილავს მოქალაქეთა წერილებში, საჩივრებსა და განცხადებაში დასმულ საკითხებს, მაჟორიტარი პარლამენტის წევრისთვის ამზადებს სათანადო დასკვნებსა და წინადადებებს.
  • რეგისტრაციაში ატარებს, აღრიცხავს, შეისწავლის და რეაგირებას ახდენს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის სახელზე შემოსულ წერილებზე, საჩივრებსა და განცხადებებზე.
  • აწყობს ამომრჩევლებთან მაჟორიტარი პარლამენტის წევრის შეხვედრებს.
  • ხელს უწყობს მაჟორიტარ პარლამენტის წევრს პოლიტიკურ გაერთიანებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობისას.
  • ახორციელებს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას.
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან, პარლამენტის კომიტეტებთან, ფრაქციებთან და დროებით კომისიებთან, აგრეთვე სამინისტროებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
  • ასრულებს ბიუროს საქმიანობისათვის საჭირო სხვა ფუნქციებს

ნავიგაცია