რუსთავში შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტის სახეობებია:

  • მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსი)
  • კერძო სამარშრუტო მიკროავტობუსი
  • ტაქსი.

ქალაქში მოწესრიგებულია საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები. რუსთავში, საქართველოს მასშტაბით პირველად,  დამონტაჟდა ელექტრონული ტაბლოები, რომელზეც აისახება ავტობუსების მოძრაობის განრიგი.

მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასური შეადგენს 0,20 თეთრს. შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი კერძო მიკრო ავტუბუსებით მგზავრობის ღირებულება შეადგენს 0,50 თეთრს. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მგზავრობის საფასური მარშრუტების მიხედვით, 1.30–დან–2 ლარამდე მერყეობს. ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა კერძო ტაქსოპარკების რაოდენობა, რამაც ხელი შეუწყო ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას და მომხმარებლებისთვის  24–საათის განმავლობაში ხელმისწავდომი, იაფი მომსახურების მიწოდებას.

ამ ეტაპისთვის, ქალაქში არსებულ 6 მარშრუტზე მოძრაობს 20 ერთეული მუნიციპალური ავტობუსი.  სამუშაო დღეებში ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით  17, ხოლო  დასვენების დღეებში - 12 ავტობუსი.

 მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი:

  • დილის 06:15 სთ - დან საღამოს  20 : 10 სთ-მდე
  • შაბათ  - კვირას   მარშრუტებს შორის 40 წუთიანი  ინტერვალებია, პირველი ავტობუსი გადის 06:15 საათზე, ბოლო ავტობუსი ავტოფარეხში ბრუნდება 20:10 საათზე

მუნიციპალურ ტრანსპორტს (ავტობუსები) განკარგავს შპს „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო

შეღავათები მუნიციპალური ტრასპორტით მგზავრობაზე:

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებზე ვრცელდება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათები. კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის უფასო პოლისები, რომლითაც სარგებლობენ ვეტერანები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 0-დან 150 000-მდე, ასევე საჯარო სკოლების, მუნიციპალური თეატრის, სამუსიკო სკოლების, ისტორიული მუზეუმის, სამხატვრო სკოლების, კულტურის ცენტრის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირათა ცენტრის, შშმკ პირთა (სტატუსი უსინათლო),  საბიბლიოთეკო გაერთიანებების, ბაგა–ბაღების გაერთიანებებისა და ფილიალებისა და სასპორტო სკოლის თანამშრომლები.

ნავიგაცია