ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის დასუფთვება“ ყოველდღიურად ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე, ახორციელებს აღნიშნული საქმიანობის წესების დაცვის კონტროლს და ზედამხედველობას.  2016  წლის იანვრიდან სამსახურმა, ქუჩებთან ერთად, შიდა ეზოების მინიმუმ თვეში ოთხჯერ დაგვა-დასუფთავება დაიწყო.

სამსახურის შემადგენლობაშია „დაავადებათა და პოპულაციების მართვის განყოფილება“, რომლის მიზანს ცხოველების პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და მასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა წარმოადგენს.

განყოფილების საქმიანობისათვის სამსახურს შპს „რუსთავის ფოლადის“ ტერიტორიაზე იჯარით აღებული აქვს 2600მ2 ფართი, სადაც შექმნილია ყველა პირობა სამუშაო პროცესის წარმართვისათვის. ტერიტორიაზე განთავსებულია ლაბორატორია შესაბამისი აღჭურვილობით (მიკროსკოპი, ცენტრიფუგა, კოლბები, საოპერაციო მაგიდა, სტერილიზატორი, საოპერაციო-ქირურგიული ხელსაწყოები.) და  12 ერთეული ვოლიერი.


 დაავადებათა და პოპულაციების მართვის განყოფილების ფუნქცია-მოვალეობებია:

  • უპატრონო, უმეთვალყურეო ცხოველების ჰუმანური, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდებით დაჭერა, იზოლაცია და ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება;
  • ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის (კლინიკური და ლაბორატორიული კვლევით) დადგენა;
  • ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია;
  • ცხოველთა პოსტოპერაციული რეაბილიტაცია;
  • ცხოველთა ანტიბაქტერიული ვაქცინაცია;
  • ცხოველთა იდენტიფიკაცია, ცხოველთა დანომვრა, საყურე ნიშნის გაკეთება;
  • ცხოველის სათანადო კვება

დაავადების შემთხვევაში, „დაავადებათა და პოპულაციების მართვის განყოფილებაში“ კომპეტენტური პირი (ექიმ-ვეტერინარი, კინოლოგი, ვეტერინარი) აწარმოებს კვლევას და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადების და აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ცხოველის ჰუმანური მეთოდებით ევთანაზიას, დამარხვას/კრემაცია/ მოთავსებას ბიოთერმულ ორმოში.

ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის დასუფთავებასა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ შორის დადებულია მემორნადუმი, რომლის ფარგლებში სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ.

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 725 ძაღლი, აქედან ოპერაცია ჩაუტარდა (კასტრაცია/სტერილიზაცია/ვაქცინაცია) 687 ძაღლს, ევთანაზირებულია – 38, მკურნალობა ჩაუტარდა 50 ძაღლს.

ნავიგაცია