2016 წლის მაისის მონაცემებით

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადგილბრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით 2016 წელს განსახორციელებლი ინფრაქტრუქტურული პროექტები


 

კოსტავას გამზირის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია

 

  • მერაბ კოსტავას გამზირის N1-დან 17–ის ჩათვლით და ფიროსმანის ქუჩის N3-5 საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია, მინათების მოწყობა და კოსტავას გამზირის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;

ღირებულება - 4 449 998 ლარი

სტატუსი – მიმდინარე

პროექტის აღწერა:

პროექტი კოსტავას გამზირის N1-დან – 17-მდე და ფიროსმანის ქუის N3 – 5 საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და მინათებების მოპირკეთებას ითვალისწინებს. დაზიანებული შენობები არმირებული ბადეებით გამაგრდება და გაილესება. ძველი არქიტექტურული ორნამენტები ახლით შეიცვლება, კორპუსებს დაუბრუნდება პირვანდელი სახე და შეიღებება წყლის, მტვრისგან და მზის სხივებისგან დამცავი მაღალი ხარისხის, ღია ტონის საღებავით. შენობებზე დამონტაჟდება თანამედროვე სანათები, შეიცვლება ყველა ძველი კარი, შეიღებება ხის ფანჯრები, მოეწყობა საცრემლეები და მარკიზები.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იგეგმება სანიაღვრე სისტემის შეცვლაც. გზის სავალ ნაწილზე დაიგება 18 სმ. სისქის არმირებული ბეტონის საფარი, მოეწყობა ბაზალტის ბორდიურები. გზის ზედაპირი მოპირკეთდება ბუნებრივი ფლეთილი ქვით; ტროტუარსა და გაზონს შორის მოეწყობა ბაზალტის ქვით მოპირკეთებული დეკორატიული კედელი; გაზონები შეიღობება ლითონის დეკორატიული ღობით და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, რომელიც მდინარე მტკვრიდან გაფილტრული წყლით მომარაგდება; მოეწყობა 4-სმ სისქის დაწნეხილი ფილებით გაფორმებული ტროტუარი, სადაც განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და სასმელი წყლის შადრევნები; გზის სავალი ნაწილის გასწვრივ და ტროტუარზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა.

ისტორიული ქუჩები და იშვიათი შენობების კომპლექსი პირვანდელ სახეს 2016 წლის ნოემბრის ბოლოს დაიბრუნებს. კოსტავას გამზირისა და ფიროსმანის ქუჩაზე არქიტექტურულად ღირებული შენობების განახლების ინიციატივა ქალაქის მერს დავით ჯიქიას ეკუთვნის

გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემებისა და პანდუსების მოწყობა

  • სანაპიროს ქუჩის ტროტუარზე ასფალტის დაგება

ღირებულება - 50 000 ლარი

სტატუსი: დაგეგმილი

  • მე-16 მიკრო რაიონში, N37 ბაგა–ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ღირებულება - 34 631 ლარი

სტატუსი – დაგეგმილი

  • ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელი გზის გაგანიერება, ტროტუარებისა და განათების მოწყობა;

ღირებულება- 63 962 ლარი

სტატუსი – დასრულებული

  • მე-8 მიკრო რაიონის N2,9 კორპუსების მიმდებარედ გზის მოწყობა

ღირებულება - 62 238 ლარი

სტატუსი – დასრულებული

  • ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის გაგანიერება (ტროტუარისა და განათების მოწყობით), გიორგაძისა და მშვიდობის ქუჩების დამაკავშირებელი გზის ასფალტ–ბეტონის საფარის რეაბილიტაცია

ღირებულება - 108 497 ლარი

სტატუსი – დასრულებული

  • გზების ორმული დამუშავება, ე.წ. კუზიანი ხიდის სადეფორმაციო ნაკერების შეკეთება

ღირებულება - 247 986 ლარი

სტატუსი – დასრულებული

  • პუშკინის ქუჩის II მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია

ღირებულება - 115 997

სტატუსი – მიმდინარე

  • წმ. ნინოს ქუჩის ნაწილის ასფალტ–ბეტონის საფარის რეაბილიტაცია

ღირებულება - 299 998 ლარი.

სტატუსი – მიმდინარე

  • სამგორის ქუჩის (N3ა-31ა კორპუსების მიმდებარე) გზის საფარის რეაბილიტაცია

ღირებულება 181 576 ლარი

სტატუსი – მიმდინარე

  • მესხიშვილის ქუჩის სასტუმროს მიმდინარე ტერიტორიიდან თოდრიას ქუჩის გადაკვეთამდე გზისდ მონაკვეთის ასფალტ–ბეტონის საფარის რეაბილიტაცია. მესხიშვილის ქუჩის სასტუმროს მიმდინარე ტერიტორიიდან ლეონიძის ქუჩის გადაკვეთამდე არსებული ტროტუარების რეაბილიტაცია

ღირებულება - 677 777 ლარი

სტატუსი – მიმდინარე

  • მოდებაძის ქუჩის გაგრძელების გზის ასფალტ–ბეტონის საფარის რეაბილიტაცია

ღირებულება - 493 346 ლარი

სტატუსი – მიმდინარე

  • გაგარინის ქუჩის ნაწილის (დუმბაძის გაგრძელება, კომუნალების ქუჩა, გაგარინის და ბოსტანქალაქის დამაკავშირებელი, ფიროსმანის და მშენებელთა ქუჩის დამაკავშირებელი) ასფალტ–ბეტონის საფარის რეაბილიტაცია. ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობა გაგარინი–დუმბაძის მონაკვეთზე.

ღირებულება - 1 591 786 ლარი

სტატუსი – დაგეგმილი

  • სანაპიროს ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა

ღირებულება - 51 729 ლარი.

სტატუსი : დაგეგმილი

  • შშმ-პირებისთვის პანდუსების მოწყობა

ღირებულება 13 000 ლარი

სტატუსი – დაგეგმილი

  • XVII მიკრო რაიონის N26 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, XII მიკრო რაიონის N2 და მესხიშვილის I გას. N5-ში პანდუსების მოწყობა

ღირებულება - 31 624 ლარი

სტატუსი – მიმდინარე

 

კეთილმოწყობა

  • 100 ეზოს რეაბილიტაცია –კეთილმოწყობა

ღირებულება - 1 500 000 ლარი

სტატუსი – დაგეგმილი

  • მეგობრობის გამზირზე გაზონებისა და ტროტუარების მოწყობა (N1,2 კორპუსების მიმდებარედ)

ღირებულება - 240 951 ლარი.

სტატუსი – დაგეგმილი

  • მეგობრობის გამზირის N15,19,23 კორპუსების ფასადების შეღებვა (აივნებზე ალუკობონდი);

ღირებულება - 548 771 ლარი.

სტატუსი – დაგეგმილი

  • წმ. ნინო ქუჩიდან რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ჩასასვლელი კიბეებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა

ღირებულება - 50 740 ლარი

სტატუსი:დასრულებული

  • საცხოვრებელი სახლების სანომრე ფირნიშების რეაბილიტაცია

ღირებულება -  50 000 ლარი.

სტატუსი: დაგეგმილი

  • ქალაქის შემოსასვლელიდან სასტუმრომდე შუაგამყოფი ზოლის რეაბილიტაცია ღირებულება - 234 120 ლარი.

სტატუსი – დაგეგმილი

  • იაღლუჯის მთაზე შემოღობვის მოწყობა

ღირებულება - 100 000 ლარი.

სტატუსი: დაგეგმილი

  • მეგობრობის გამზირისN15-27 მიმდებარედ დეკორატიული ღობის მოწყობა; ღირებულება - 81 335 ლარი.

სტატუსი –დაგეგმილი

  • კოსტავას გამზირის მიმდებარე ხიდის რეაბილიტაცია 

ღირებულება - 276 288 ლარი.

სტატუსი: დასრულებული

  • მე-11 მიკრო რაიონში, N7,8 დევნილთა საცხოვრებელი შენობების შესასვლელების მოწყობა

ღირებულება - 9 881 ლარი.

სტატუსი:  დასრულებული

  • დიდების მოედნიდან ხიდამდე ტროტუარებისა და დეკორატიული ღობის მოწყობა

ღირებულება - 208 623 ლარი.

სტატუსი: მიმდინარე

 

შიდა ეზოების რეაბილიტაცია

  • რუსთაველის ქუჩის შიდა ეზოების რეაბილიტაცია

ღირებულება - 154 7305 ლარი.

სტატუსი – დაგეგმილი

  • სპორტის ქუჩა N2, შარტავას გამზირის N9 კორპუსების ეზოებში ასფალტ–ბეტონის საფარის რეაბილიტაციისა და დავით გარეჯის N21 გარშემო სარინერისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა

ღირებულება - 126 431 ლარი.

სტატუსი – დაგეგმილი

  • მ.კოსტავას გამზირის N22,24,26,28,30,32,34,36 და დონეცკელ მეტალურგების ქუჩის N3,5,7,9,11,13,15,17 კორპუსების შიდა ეზოების ასფალტ–ბეტონის საფარის რეაბილიტაცია

ღირებულება - 407 774  ლარი

სტატუსი – მიმდინარე

 

 

გამაგრება,რეკონსტრუქცია, რემონტი

  • ჩეხოვის ქუჩის N10ა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტკეჩის კედლებიანი ფასადის გამაგრება-რეაბილიტაცია

ღირებულება - 36 926 ლარი.

სტატუსი – დაგეგმილი

  • ბათუმის ქუჩის N30-ის I სადარბაზოს II, III სართულების აივნების რეკონსტრუქცია

სამუშაოები

ღირებულება - 13 436 ლარი.

სტატუსი –დაგეგმილი

  • მუზეუმის შენობის სახურავის რეაბილიტაცია

ღირებულება - 13 009 ლარი.

სტატუსი: დაგეგმილი

  • მუზეუმში სველი წერტილების რეაბილიტაცია

ღირებულება - 14 510 ლარი.

სტატუსი – დაგეგმილი

  • მუნიციპალური თეატრის საგრიმიოროების, სველი წერტილების რეაბილიტაცია და გათბობის სისტემის მოწყობა

ღირებულება - 145 000 ლარი.

სტატუსი – დაგაგმილი

  • ვახუშტის ქუჩაზე არსებული საჭიდაო დარბაზის რემონტი

ღირებულება - 47 984 ლარი

სტატუსი: დასრულებული

  • წმ.ნინოს ქუჩა N1-ში არსებული კულტურის ცენტრის შიდა სარემონტო სამუშაოები ღირებულება - 52 472 ლარი

სტატუსი –დასრულებული

 

 

გასართობი, სპორტული მოედნების მოწყობა–რეაბილიტაცია

  • 10 სპორტული მინი მოედნის მოწყობა

ღირებულება - 426 925 ლარი

სტატუსი – მიმდინარე

  • მე-12 მიკრო რაიონის N4, საბავშვო მოედნის მოწყობა;

ღირებულება - 21 669 ლარი

სტატუსი : დაგეგმილი

  • კოსტავას გამზირის N2-თან და მესხიშვილის ქუჩის II გას. N4-6 შორის არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია

ღირებულება - 48 958 ლარი

სტატუსი – დასრულებული

  • XIV მიკრო რაიონის N44, 45 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი კუთხის მოწყობა

ღირებულება - 24 964 ლარი

სტატუსი : დასრულებული

 

მოძრაობის უსაფრთხოების რეგულირება

  • შარტავას გამზირის N7 საცხოვრებელ კორპუსთან ცენტრალურ გზაზე შუქნიშნის მოწყობისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები

ღირებულება - 29 786 ლარი.

სტატუსი – მიმდინარე

  • სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების (ე.წ. „მწოლიარე პოლიციელები“) მოწყობა

ღირებულება - 31 508 ლარი.

სტატუსი – დაგეგმილი

  • კოსტავას გამზირის N15,16-ის წინ და ბარათაშვილისა და კოსტავას გამზირის გადაკვეთაზე შუქნიშნების მოწყობა

ღირებულება - 52 370 ლარი

სტატუსი – დაგეგმილი

 

ბაგა–ბაღების რეაბილიტაცია

  • რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანების N6 ფილიალის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები, შემოღობვა და ტერიტორიის კეთილმოწყობა

ღირებულება - 116 929 ლარი

სტატუსი – მიმდინარე

  • რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანების N1, 6, 11, 17, 20, 21, 23, 27, 31, 36, 37, 40, 41, 43 ფილიალებში სველი წერტილებისა და წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია

ღირებულება - 1 281 276 ლარი

სტატუსი მიმდინარე

  • მე-20 ფილიალის შენობის გამაგრება

ღირებულება - 54 800 ლარი

სტატუსი – დაგეგმილი

  • რუსთავის ბაგა–ბაღების გაერთიანების №6,40,41 ფილიალების ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ევროკავშირისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში

ღირებულება – 808 765 ევროს ექვივალენტი ლარში

სტატუსი – მიმდინარე

ნავიგაცია