ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმის შესაბამისად. მისი მიზანია საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა და ხელმძღვანელობს ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით, აპარატის დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

საკრებულოს აპარატის ორგანიზებულ და კოორდინირებულ მუშაობას ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. რუსთავის საკრებულოს აპარატი შედგება 6 სტრუქტურული ქვედანაყოფისგან ( განყოფილებისაგან).

ნავიგაცია