მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო.  საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. ქალაქ რუსთავის მეხუთე მოწვევის საკრებულო, 2014 წლის 15 ივნისს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან შედგება.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის რუსთავში სულ 104 251 ამომრჩეველი და 84 საუბნო საარჩევნო კომისია იყო. არჩევნებში მონაწილეობა რუსთაველ ამომრჩეველთა 36.24 % –მა მიიღო. პროპორციულ საარჩევნო სისტემით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი 5%–იანი ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. პირველ ადგილზე, 40,74 %–ით #41 – კოალიცია „ქართული ოცნება“, მეორე ადგილზე კი ხმათა 27.61 %–ით – #5–„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გავიდა.  ასევე, ბარიერი დაძლიეს პარტიებმა: „ჩვენი საქართველო“  7.59 –%–ით, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ – 7.2 %–ით, „დავით თარხან‐მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”– 5.03 %–ით და „შალვა ნათელაშვილი– ლეიბორისტული პარტია“ 5.46 %–ით.

ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მეხუთე მოწვევის საკრებულოს 25 კაციანი შემადგენლობაში კოალიცია „ქართული ოცნებამ“ 17 მანდატის მოპოვება შეძლო. აქედან, 10 – მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 7 – პორპორციული წესით. დანარჩენი 8 მანდატი კი ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: 4 მანდატი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,  ხოლო თითო–თითო მანდატი მოიპოვეს პარტიებმა: „ჩვენი საქართველო“, „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“, „დავით თარხან‐მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და „შალვა ნათელაშვილი– ლეიბორისტული პარტია“.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მაოდგილე. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ქალაქის საკრებულოში შექნილია ხუთი მუდმივმოქმედი კომისია და ოთხი ფრაქცია.

ნავიგაცია