პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს და საერთო კრებას. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.

პეტიციის სახით შეიძლება წარედგინოს:

  • ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;
  • მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;
  • მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

 

პეტიციის მომზადებისა და წარდგენის პროცედურება რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონი – "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" 

იხილეთ ვრცლად

ნავიგაცია