დაიბადა 1974 წლის 23 აგვისტოს ქ. რუსთავში;

1991 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის №2 საჯარო სკოლა;

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

1992-1995 წლებში, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, მუშაობდა სამშენებლო ფირმა „დავით აღმაშენებელში“ ბროკერად, დამამთავრებელ კურსზე კი - რუსთავის საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად;

1995-1996 წლებში იყო ქ. რუსთავის მერიის ეკონომიკური რეფორმების შტაბის აღმასრულებელი მდივანი;

1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, მათ შორის რუსთავში, ბათუმსა და თბილისში: გაიარა ყველა საფეხური რიგითი თანამშრომლიდან დეპარტამენტის უფროსობამდე;

2012 წლიდან ბოლო დრომდე ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა;

წლების განმავლობაში გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგი და სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ;

ფლობს რუსულ ენას;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

ნავიგაცია