ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე. ის წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მერიის სახელით. აპარატის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

  • ქალაქის მერის დავალებების შესრულების კოორდინაცია;
  • მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციის ხელშეწყობა;
  • საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპოდენციის ბრუნვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა;
  • ადმინისტრაციული წარმოებების დადგენილი წესითა და პროცედურებით ჩატარება;
  • საკრებულოსა და მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა;
  • მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება, პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა;
  • საჯარო მოხელეთა პირადი საქმეეების წარმოებაზე ზედამხედველობა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევა;
  • საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება;
  • თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეთა შრომის, სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;

ნავიგაცია