ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი
თარიღი
25/03/2023
დრო
14:00 - 20:00
ლოკაცია
რუსთავი, ხალხთა მეგობრობის გამზირი N1-ის მიმდებარე ტერიტორია
კატეგორია კულტურა

რუსთავში, მეგობრობის გამზირის N1-ის მიმდებარედ, ახალ საგამოფენო სივრცეში, ღონისძიება სახელწოდებით ‘შაბათი ART ბაზარში” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, 14:00 საათიდან, სკვერში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. მოგვიანებით, 18:00 საათზე, მუსიკალური ბენდების  ”Strange Brew” და ”PAPANUSI” კონცერტი დაიწყება.

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდა რუსთაველი მუსიკოსებისა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

 

წინა რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, რუსთაველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა