Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით ოცდამეორე სხდომა გამართა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს  ქალაქის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს. ცვლილებები, ელექტრონული ტენდერების შედეგად წარმოქმნილმა ეკონომიებმა და სხვადასხვა მუხლიდან გამოთავისუფლებულმა სახსრებმა განაპირობა. აღნიშნული თანხები ძირთადად, სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა.  ჯამში, ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტი 51 მლნ. 63 800 ლარით განისაზღვრა.

დღესვე, საკრებულომ მუნიციპალური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების პროგრამებში შესატანი ცვლილებები, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცებისა და საცხოვრებელი ფართებისთვის იურიდიული მისამართების  მინიჭების საკითხები განიხილა.

სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორმოცდაერთი საკითხი დამტკიცდა.

 

 

2016-04-21

ნავიგაცია