Image

რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული კიდევ ორი ელექტრონული ტენდერი დასრულდა. 
ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე დავით კეკელიძესთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე სამუშაოების შემსრულებელ ორივე კომპანიასთან სატენდერო ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი.

რუსთავში, XI მიკრორაიონში, 54 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება შპს ,,სამებასთან“ გაფორმდა.

სოციალური საცხოვრისის მოწყობის პროექტს, ადგილობრივი ხელისუფლება პირველად ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 824 439 ლარს შეადგენს და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ბენეფიციარებს საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, სპეციალური კომისია შეარჩევს.

რამდენიმე დღეში დაიწყება მშვიდობის ქუჩაზე ასფალტ/ბეტონის რეაბილიტაციაც. 
სამუშაოებს შპს ,,ჰერიო’’ შეასრულებს. 
პროექტისთვის 1 მლნ 221 776 ლარი ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სულ 12 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

2018-04-30

ნავიგაცია