Image

დღეს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოცდამეთორმეტე რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა შავაძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა რამდენიმე მუნიციპალური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პროგრამაში ცვლილებებთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.
საბიუჯეტო ცვლილებები, წინა წლის ნაშთიდან 153.7 ათ. ლარის გაწერამ, მინიმალური სასურსათო კვების პროგრამით გათვალისწინებულ მომსახრებაზე ჩატარებული ტენდერის შედეგად წარმოქმნილმა ეკონომიამ, ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილმა 8 720.0 ათ. ლარმა განაპირობა. აღნიშნული თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება, მათ შორის 5 095.2 ათ ლარი მასშტაბური პროექტის – კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციისათვის არის გათვალისწინებული. ჯამში, რუსთავის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 50 343.3 ათ.ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომის დღის წესრგით გათვალისწინებული საკითხები რიგგარეშე სხდომაზე წარდგენამდე, დეტალურად განიხილა საკრებულოს ბიურომ.

2016-02-11

ნავიგაცია