Image

ძლიერმა წვიმამ რუსთავში ცენტრალური გზები და შიდა ეზოები დატბორა. 
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა შარტავას და დავით აღმაშენებლის გამზირები, მე-7, მე-8, მე-12, მე-17, მე-19 მიკრორაიონები, ლეონიძის, თოდრიას, ტაშკენტის ქუჩები და კერძო დასახლება. 
ქალაქის რამდენიმე უბანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

სამუშაოების ეფექტურად წარმართვის მიზნით, ქალაქში არსებულ ვითარებას, ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესა და რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე ეცნობოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი.

სტიქიით შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მერიის ყველა შესაბამისი სამსახურია ჩართული. 
საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან და სხვადასხვა კომერციული ობიექტიდან წყლის ამოტუმბვის სამუშოები ამ დრომდე მიმდინარეობს, რისთვისაც თბილისიდან მოხდა სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მობილიზება.

ამ დროისთვის, სხვადასხვა მისამართიდან რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე 85 შეტყობინებაა შესული. 
უხვი ნალექით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

2018-06-03

ნავიგაცია