Image

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დილიდან გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რუსთავში.

სამუშაოებს, მერის მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, პირადად აკონტროლებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

რუსთავის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. 
მობილიზებულია რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის, ,,რუსთავ სერვის- ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის“ მთელი შემადგენლობა. 
სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები კომპანია ,,რუსთავის წყლის“ ბრიგადები და ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.

გუშინ, რუსთავში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა. ძლიერი წვიმა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

2018-06-03

ნავიგაცია