Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით რეხვიაშვილი პირადად უწევდა დახმარებას. 
აღსანიშნავია, რომ მოულოდნელად მოსულმა უხვმა ნალექმა, დააზიანა და მწყობრიდან გამოიყვანა სანიაღვრე სისტემა, შედეგად დაიტბორა ქუჩები და წყალი მოსახლეობას სახლებსა და სარდაფებში შეუვარდა. ქალაქის ხელმძღვანელობის აქტიური ჩართულობით, ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია და ქუჩები გაწმედილი.

2018-06-03

ნავიგაცია