განცხადებები

რუსთავის მერიაში სამსახურის მაძიებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

  • 2018-06-08
Image

რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში,  სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართა. შეხვედრა მერიის ინიციატივით ჩატარდა და  ის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებმაც დასაქმების თხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.  

შეხვედრაზე მერიის ეკონომიკური განვითარების განყოფილების წარმომადგენელმა ახალგაზრდებს ეფექტური CV-ის და სამოვიტაციო წერილის შედგენის წესები გააცნო, ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ასევე, პოტენციურ დამსაქმებელთან თვითპრეზენტაციისა და  შრომის ბაზარზე სამსახურის მაძიებლისთვის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხები.