Image

გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა რუსთავში. სანიაღვრე ქსელის გაწმენდვის სამუშაოები ქალაქში, 2 ინისიდან დღემდე არ შეჩერებულა, შედეგად წუხანდელი წვიმისგან ქალაქისთვის მიყენებულ ზიანს, 2 ივნისს მომხდარი სტიქიის მასშტაბებისთვის არ მიუღწევია, თუმცა მე-17 და მე-19 მიკრორაიონების დამაკავშირებელ გზაზე, აღმაშენებლის გამზირსა და სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეული პრობლემები მაინც შეიქმნა. წყლის ნაკადი მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინდვრებიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა. უხვი ნალექის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის და ,,რუსთავსერვისცენტრის“ თანამშრომლები. ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობს მერიის ცხელი ხაზიც სადაც შემოსული ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ჯგუფები გადიან. სამუშაოებს ამ დრომდე პირადად აკონტროლებენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი უკვე გაწმენდილია.

2018-06-12

ნავიგაცია