Image

დღეს, 12 ივნისს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, ასევე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.
კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი ძირითადი საკითხი განიხილეს. დადებითად გადაწყდა, რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების“ პროგრამის განხორციელების წესის საკითხი. კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგით წარმოდგენილი ყველა ძირითადი საკითხი, შემდგომ განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადაეცა. 

2018-06-12

ნავიგაცია