Image

რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების გაუქმების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების გაუქმების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლები აწარმოებენ.
საყოფაცხოვრებო ნარჩნების ბუნკერების დალუქვის სამუშაოები, დღეს მე-12-ე მიკრო რაიონის #3 და #4 კორპუსებში დაიწყო და უახლოეს პერიოდში დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის პირველ მოადგილე დავით კეკელიძესთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით იშხნელთან და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორ გიორგი გოროზიასთან ერთად გაეცნო.
ქალაქის მასშტაბით არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები, ყველა საცხოვრებელ კორპუსში დაილუქება და მიმდებარე ტერიტორიებზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ურნები განთავსდება.

იხილეთ:

ფოტოალბომი:

 

2018-06-18

ნავიგაცია