განცხადებები

ლევან ონიანი ლითონის კონსტრუქციების საწარმოს ეწვია

  • 2018-06-26
Image

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი და გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი, დავით რეხვიაშვილი, ლითონის კონსტრუქციების მწარმოებელ კომპანია “Construction Service”-ს ეწვივნენ.

წარმომადგენლიბითი ორგანოს ხელმძღვანელი პირები , ადგილზე გაეცნენ მიმდინარე საწარმოო პროცესს. როგორც „Construction Service“-ის დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, კომპანიაში დასაქმებულთა 95%-ი ჭყოინდიდიდელის მუნიციპლაიტეტში მცხოვრები მოქალაქეები არიან. საწარმო განთავსებულია ქ. რუსთავში, 15 235 კვ.მ ფართობზე, საიდანაც 9000 კვ.მ საწარმო ფართია, რომელიც აღჭურვილია მაღალი ტვირთამწეობის ხიდურა ამწეებით და ლითონის კონსტრუქციების წარმოებისათვის საჭირო უახლესი ციფრული მანქანა-დანადგარებით