განცხადებები

დავით ჯიქიას ახალი ინიციატივა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის

  • 2016-05-20
Image

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჯიქიას ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან, რუსთავში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების წევრი სტუდენტებისთვის ახალი პროგრამა - ,,მერიის სოციალური სტიპენდია’’ ამოქმედდება.

პროგრამის მიხედვით, მერია  სტუდენტებს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობისთვის პირად საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად 60 ლარს ჩაურიცხავს.

ახალი ინიციატივა ქალაქის მერმა სტუდენტებს დღეს, პირადად გააცნო. როგორც დავით ჯიქიამ აღნიშნა, მომავალში ბენეფიციართა რიცხვი გაიზრდება და პროგრამით სხვა სოციალური კატეგორიების წარმომადგენლებიც ისარგებლებენ.

სტუდენტებთან შეხვედრას ა(ა) იპ ,,რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის’’ ხელმძღვანელი გიგა ჯღარკავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, 2016 წლიდან 23 სოციალურ პროგრამას ახორციელებს.