Image

რუსთავის მერმა მე-12 მიკრორაიონის #7, #8, #9 საცხოვრებელი კორპუსების ეზოში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე დაათვალიერა.

მე-12 მიკრორაიონის აღნიშნულ უბანში, სპორტული ინფრასტრუქტურა მერიამ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოაწყო. 
სამუშაოების დაწყებამდე კი, მოსახლეობამ მერიის ხელშეწყობით, ტერიტორია უნებართვო ფარეხებისა და უსახური კონსტრუქციებისგან გაასუფთავა.

უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის თხოვნით, ამ კორპუსების მაცხოვრებლებმა ქალაქის მერს წინასაარჩევნოდ მიმართეს.
პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება. ახლო მომავალში, #7, #8 და #9 კორპუსების ეზოში საბავშვო გასართობი მოედანი და სკვერი მოეწყობა.

შეხვედრას მერის მოაგდილე გოჩა ლორია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით იშხნელიც ესწრებოდნენ.

2018-07-24

ნავიგაცია