Image

რუსთავის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით რეხვიაშვილთან ერთად ჭყონდიდელის დასახლებაში, გოგოლის #2 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას შეხვდა.

ირაკლი ტაბაღუა ადგილზე გაეცნო გოგოლის #2 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის პრობლემებს და კომპეტენციის ფარგლებში, მათ მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

რუსთავის მერმა მოსახლეობას ჭყონდიდელის დასახლებაში და ქალაქის მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

2018-07-25

ნავიგაცია