Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მეცხრამეტე მიკრორაიონის მიმდებარედ არსებული დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.

მოქალაქეებმა სამხარეო ადმინისტრაციას წერილობით მიმართეს და მიწის ნაკვეთებზე, სადაც მცირე საცხოვრებელი ფართები აქვთ განთავსებული სასმელი წყლის სისტემების მოწყობა მოითხოვეს. ქალაქის მერი სიტუაციის ადგილზე გასაცნობად კომპანია "რუსთავის წყალის” ხელმძღვანელობასთან ერთად მივიდა.

მოსახლეობას განემარტა საკითხის მოგვარების გზები და მიმართულებები, რომელიც კომპანია "რუსთავის წყალის”, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეთა ჩართულობას საჭიროებს.

შეხვედრას დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გიგა ჯღარკავა და ქალაქის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე ესწრებოდნენ.

2018-07-28

ნავიგაცია