რუსთავის მერიის ინიციატივით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამსახურის მაძიებელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართა.
შეხვედრას ის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებმაც დასაქმების თხოვნით, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.
შეხვედრაზე მერიის ეკონომიკური განვითარების განყოფილების წარმომადგენელმა ახალგაზრდებს ეფექტური CV-ის და სამოვიტაციო წერილის შედგენის წესები გააცნო.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ასევე, პოტენციურ დამსაქმებელთან თვითპრეზენტაციისა და შრომის ბაზარზე სამსახურის მაძიებლისთვის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საკითხები.