განცხადებები

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

  • 2016-05-20
Image

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში,  სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორი, პაატა ხიზანაშვილი ხელმძღვანელობდა.

სხდომას საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მოადგილეები – ნინო ლომიძე, გოჩა შავაძე და ქალაქის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.

საბჭომ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში სასმელი წყლით მომარაგების პროცესში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა, ასევე, მოისმინა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, ქულების მინიჭების პროცესთან დაკავშირებით.

დღესვე, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა სურსათის უვნებლობის სფეროში ახალი რეგულეციებისა და რეგიონული პროექტების შესახებაც იმსჯელეს.