Image

ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის“ ახალი, ,,ინიციატივების პროგრამის“ ფარგლებში, მე-17 მიკრორაიონის №16 კორპუსის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, გიგა ჯღარკავა, ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ, ლაშა ბუცხრიკიძესთან ერთად გაეცნო.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, №16 კორპუსს გადახურვისთვის საჭირო მასალა ,,რუსთავის კორპუსმა“ გადასცა, ხოლო სამუშაოების შესრულება კი თავად კორპუსის მოსახლეობამ, საკუთარი სახსრებით უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ,,ინიციატივების პროგრამის" ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალით 17 მრავალსართულიანი კორპუსის ამხანაგობა მოამარაგა.

2018-08-24

ნავიგაცია