Image

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კომპანია „Construction Service"-ის მაღალი ტექნოლოგიების ლითონის კონსტრუქციების საწარმოს ესტუმრა. 
კომპანიაში განხორციელებულ ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე და მუშა პროცესზე, ქალაქის მერს ინფორმაცია, საწარმოს დირექტორმა გიორგი გაბუნიამ მიაწოდა. „Construction Service" -მა სრული გადაიარაღება სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შეძლო. 

''Construction Service" ფოლადის ნაწარმისა და ლითონკონსტრუქციების წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ნაკეთობების აწყობასა და მონტაჟს თავადვე ახორციელებს. კომპანიაში საავტომობილო, სარკინიგზო და საფეხმავლო ხიდებს, სასაწყობე მეურნეობებისათვის, ასევე ჰიდროელექტრო სადგურისათვის განკუთვნილ კონსრუქციებს აწარმოებენ. 

კომპანიაში, რომელიც ევრო 4 სტანდარტის უახლეს საავტომობილო ამწეებს, კალათებსა და სხვადასხვა სამონტაჟო საშუალებას ფლობს, 200-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულები ძირითადად სერთიფიცირებული ახალგაზრდები არიან და მათ შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის ქვეყნებისათვის დაამაზადონ ლითონის კონსტრუქციები. ადგილობრივი კადრების პროფესიულ გადამზადებას კომპანია საკუთარი სახსრებით სისტემატიურად უზრუნველყოფს.

2018-08-29

ნავიგაცია