Image

რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კვარაცხელია გორისა და იაღლუჯის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ თამარ ჩხიკვაძესთან ერთად გაეცნო. 
სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ ქუჩებზე თვეზე მეტია რაც მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და კანალიზაციის ქსელს, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა.
როგორც ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსთავის საკრებულოში გურამ კვარაცხელიამ განაცხადა, ამ ეტაპზე გორისა და იაღლუჯის ქუჩებზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგებისთვის მოსამზადებლი სამუშაოები, ასევე სავალი ნაწილის პირველი ფენის და ბორდიურების მოწყობა.
ვაჟა-ფშაველას, ვახუშტის, გორის და ყაზბეგის ქუჩების სარებილიტაციო სამუშაოები პროექტის თანახმად ნოემბერში დასრულდება.

2018-09-06

ნავიგაცია