ქალაქ რუსთავში, მე-11 მკ/რ-ში, დასრულდა სოციალური საცხოვრისის მოწყობა, რომლის განსახორციელებლადაც 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 137 217 ლარი, ხოლო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი - 918 295 ლარი.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსთავის მუნიციპალიტეტი, თავშესაფრის გარეშე დარჩენილ მოსახელობას, დროებითი სახცხოვრისით უზრუნველყოფს.

საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უფლებამოსილებას განეკუთვნება, უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია. აღნიშნულის აღსრულების მიზნით,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83-ე დადგენილების საფუძველზე, დამტკიცდა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“(https://matsne.gov.ge/document/view/4421458?publication=0), რომელიც განსაზღვრავს ქალაქ

რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული პირების უსახლკაროდ რეგისტრაციის, საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებსა და საცხოვრისით მოსარგებლე პირების მონიტორინგის პროცედურებს. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 06 თებერვლის N151 ბრძანებით შეიქმნა საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია და დამტკიცდა კომისიის შემადგენლობა.

კომისიის შემადგენლობაში,  მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გარდა, წარმოდგენილნი არიან  როგორც ადგილობრივი მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომისია, საცხოვრისით  უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ოჯახებთან დაკავშირებით, რომელთაც შეფასების დროს მიენიჭებათ უმაღლესი ქულა. ქულათა მინიჭება კი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით განხორციელდება:

  1. ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაშიდა რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 ქულას .
  2. ოჯახის ერთი წევრი მაინც რეგისტრირებული უნდა იყოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 20 წლისა.
  3. არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში;
  4. ჯანმრთელობის მოშლით (ადამიანის საქმიანობის ნორმიდან გადახრა, რაც ხასიათდება თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის,სწავლისა და შრომითისაქმიანობის უნარის შეზღუდვით) გამოწვეული  შესაძლებლობის  შეზღუდვის მქონე ოჯახის წევრი:
  • ზომიერადგამოხატული 1 პირი – 5 ქულა, ორი ან მეტი პირის შემთხვევაში – 14 ქულა;
  • მნიშვნელოვნად გამოხატული 1 პირი – 8 ქულა, დამატებით შშმ პირი ოჯახის წევრის შემთხვევაში – არაუმეტეს17 ქულა.
  • მკვეთრად გამოხატული 1 პირი – 11 ქულა. დამატებით შშმ პირი ოჯახის წევრის შემთხვევაში – არაუმეტეს 20 ქულა.
  • მარტოხელა მშობელი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე, ამასთან, სიღარიბეარ აძლევს საშუალებას ისარგებლოს ბავშვების მომვლელის მომსახურებით –  4 ქულა;
  • საცხოვრებელი ფართის დაკარგვის/გასხვისების წლები 5-დან -–6 წლის ჩათვლით – -6 ქულა, 6 წლიდან –8 წლისჩათვლით –  8 ქულა, 8 წლის ზემოთ – 10 ქულა;
  • პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო 3 ქულა, 2 პენსიონერი- 6 ქულა,  3 -ზე მეტი პენსიონერი - არა უმეტეს– 9 ქულა;
  • ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში“ – 5 ქულა, დამატებითივეტერანი ოჯახის წევრის შემთხვევაში – არაუმეტეს – 10 ქულა;
  • მარჩენალ დაკარგული ერთი პირი – 2 ქულა, 2 პირი – 4 ქულა, 3 პირი – 7 ქულა, 4 პირი – 9 ქულა, 5 პირი – 10 ქულა, – 6 დამეტი– არაუმეტეს 11 ქულა.
  • ქალაქ რუსთავში რეგისტრაციის წლების მიხედვით, 15 წლის რეგისტრაცია – 1 ქულა, 16 წლისრეგისტრაცია – 2 ქულა, 17 წლის რეგისტრაცია-3 ქულა, 18 წლის რეგისტრაცია – 4 ქულა, 19 წლის რეგისტრაცია–5 ქულა, 20  წლის რეგისტრაციიდან ზემოთ –10 ქულა.
  • სახელმწიფო ზრუნვის სერვისიდან გასული 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირი, რომელსაც არა ქვსსაკუთრება ან სხვა თავშესაფარი –  5 ქულა;
  • სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახლადგათავისუფლებული ან პირობით მსჯავრდებული,  რომელსაცარ აქვს საკუთრება და არც თავშესაფარი – 3 ქულა;

 

 განმცხადებელმა ან მისმა წარმომადგენელმა განაცხადის ფორმასთან ერთად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია

 

  1. ბენეფიციარის ან/და მისი წარმომადგენლის განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (წარმომადგენლის შემთხვევაში წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
  2. განმცხადებლისა და ოჯახის წევრების პირადობისა და დაბადების მოწმობები;

 

იუსტიციის სახლიდან წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  1. განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ ცნობა( ცნობის მიღებას შეძლებენ იუსტიციის სახლში);
  2. განმცხადებლისა ან ოჯახის იმ წევრის ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის შესახებ, რომელსაც გააჩნია 20-წლიანი რეგისტრაცია ქალაქ რუსთავში (ცნობის მიღებას შეძლებენ იუსტიციის სახლში);

      3. ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ (ცნობის მიღებას შეძლრებენ იუსტიციის სახლში);

 

 სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  1. ოჯახის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
  2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არსებობის შემთხვევაში სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ოჯახში პენსიონერი წევრის არსებობის შემთხვევაში ცნობა;
  4. ოჯახში მარჩენალდაკარგული წევრის არსებობის შემთხვევაში ცნობა;
  5. ცნობა სახელმწიფო ზრუნვის სერვისიდან 18 წელს მიღწეული და ზემოთ 30 წლამდე პირის შემთხვევაში;

      6. ოჯახში ვეტერანი წევრის არსებობის შემთხვევაში ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ვეტერანთა სამსახური);

     7. ოჯახში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ახლად განთავისუფლებული და/ან პირობით მსჯავრდებული წევრის შემთხვევაში, წერილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და/ან „ქეისმენეჯერისგან“ . თავშესაფრის მაძიებელთა ბაზაში დარეგისტრირების შემდეგ, თითოეული ბენეფიციარის საკითხი განიხილება კომისიურად. კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ზემოთაღნიშნული ქულების რაოდენობის მიხედვით.

 

 უსახლკარო პირების რეგისტრაცია არ განხორციელდება ან გაუქმდება, თუ:

 

  • ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის ან/და სხვა ისეთი გარემოების გამოვლენისას, რაც ადასტურებს განმცხადებლის/რეგისტრირებული პირის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს დროებითი საცხოვრისით საკუთარი შესაძლებლობებით, ან მის მიმართ ვრცელდება მესამე პირის ვალდებულება,(საქართველოსსამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული)  დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ;
  • განმცხადებლის მხრიდან დროებითი საცხოვრებლის მიღების მიზნით მოწოდებული არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც ხელოვნურად წარმოშობს უსახლკარო პირადრეგისტრაციის ან დროებითი  საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს;
  • პირი/ოჯახიაღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს;
  • თავშესაფრისმაძიებელი პირი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში;

 

უსახლკარო პირების რეგისტრაცია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის არ წარმოშობს, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება განხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.

საცხოვრისით უზრუნველყოფის თხოვნით, რუსთავის მერიაში ოფიციალური განცხადებით შემოსულ ყველა მოქალაქესთან, რუსთავის მერიიდან გაგზავნილია წერილი, რომელშიც დეტალურადაა განმარტებული, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქე, რომ ის  დროებითი თავშესაფრის მაძიებელთა ბაზაში დარეგისტრირდეს და რა დოკუმენტაციის წარმოდგენაა ამისთვის საჭირო.

უსახლკაროთა ერთიან  ბაზაში რეგისტრაციისათვის განაცხადების მიღება რუსთავის მერიაში უკვე დაწყებულია და 15 მარტს დასრულდება. რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, თითოეული ბენეფიციარის საკითხის ინდივიდუალური განხილვის გზით,  გადაწყვეტილებას დროებითი კომისია მიიღებს. დროებითი სოციალური საცხოვრისით სარგებლობას, კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, 52 რუსთაველი ოჯახი შეძლებს.

 

 

 

 

2019-02-25

ნავიგაცია