Image

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, ქალთა დღესასწაულისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. 
თეატრის ფოიეში, პროექტის ,,რუსთაველია და გავიცნოთ’’ მონაწილე ქალბატონების მიერ შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები - სამკაულები, ხელჩანთები და სხვა აქსესუარები იყო წარმოდგენილი. 
ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოფენა დაათვალიერეს და ხელოვან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს.

2019-03-09

ნავიგაცია