Image

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2019-21 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს და მიმდინარე წელს დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები განიხილეს.

საბჭოს სხდომაზე საუბარი შეეხო საგზაო ინფრასტრუქტურისა და სპორტული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, რუსთავში განსახორციელებელ პროექტებს, რისთვისაც თანხები რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში, ამბულატორიებისა და სასწრაფო-სამედიცინო ცენტრების მოწყობის საკითხებზეც იმსჯელეს.

2019-03-14

ნავიგაცია