Image

რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, სკოლამდელი განათლების ასოციაციის თავმჯდომარე ეკატერინე ხუციშვილი, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ჩეხეთის განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის დეპარტამენტში და დაესწრნენ სემინარს სოციალური მომსახურების ცენტრში.

ქართული დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის დამფუძნებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების - ,,გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children) და ,,კივიტას გეორგიკა’’-ს წარმომადგენლები შედიან, ჩეხეთის უმაღლესი განათლების ასოციაცია მასპინძლობს.

2019-03-14

ნავიგაცია