Image

რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
პროექტის ფარგლებში, მოდებაძის ქუჩიდან მე-12 მიკრორაიონამდე, საავტომობილო გზის გასწვრივ დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა ბორდიურები და ველობილიკი.

პარალელურად, ტროტუარების კეთილმოწყობის პროცესი მიმდინარეობს მე-16 მიკრორაიონში, #6 და #2 საცხოვრებელ კორპუსებს შორის გზის მონაკვეთზეც. 
ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეტილი+’’ ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 
სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 183 776 ლარს შეადგენს.

დავით აღმაშენებლის გამზირზე და მე-16 მიკრორაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

2019-03-14

ნავიგაცია