Image

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვეფხვაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე - 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

როგორც მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით გამოიყო 2 მლნ 388, 7 ათასი ლარი.

მისი თქმით, აღნიშნული კაპიტალური ტრანსფერი და ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული 9 მლნ, 8 ათასი ლარის ოდენობის თანხა გადანაწილდა კოსტავას გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციისა და სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია მშენელობისთვის.

კავთიაშვილის თქმით, საერთო ჯამში, რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების ნაწილში, შეადგინა 60 მლნ 291,1 ათასი ლარი.
კომისიის წევრებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საკითხი შემდგომი განხილვის მიზნით ბიუროს სხდომას გადაეგზავნა.

2019-03-15

ნავიგაცია